არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი პაციენტი.
ერთ-ერთი 78 წლის მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში ევროპიდან დაბრუნდა. მედიკოსების განცხადებით, მას მდგომარეობის გამწვავების შემდეგ გულის შეტევა დაემართა.
მეორე დაღუპული 58 წლის პაციენტია, რომელსაც გულის დაავადება და თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 ადამიანია.