არაბიძე „ტორპედოსთან“ ერთად თურქეთში მოემზადება #1TVSPORT
არაბიძე „ტორპედოსთან“ ერთად თურქეთში მოემზადება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც ახალი სეზონისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლის. პირველი შეკრება მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.

გუნდთან ერთად შეკრებაზე გიორგი არაბიძე გაემგზავრა – ჯერ უცნობია, გიორგი კარიერას სად გააგრძელებს, მაგრამ ეროვნული ლიგის გასული სეზონის ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე, შესაძლოა, „ტორპედოდან“ არ წავიდეს.

შეგახსენებთ, რომ გუნდმა ახალი სეზონის დაწყებამდე ორი გამოცდილი ლეგიონერი დაიმატა – ფინეთის ვიცე-ჩემპიონ „კუპსის“ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი ელიტონ ჟუნიორი და 28 წლის გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილი და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია. ის ბოლოს „ორდაბასთან“ ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

„ტორპედოს“ პირველი შეკრება ანტალიაში 10 დღე გაგრძელდება და მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. 30 იანვარს გუნდი საქართველოში დაბრუნდება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.