არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მარკო რუბიოს განუცხადა, რომ ღაზასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმის წინააღმდეგია
არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მარკო რუბიოს განუცხადა, რომ ღაზასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმის წინააღმდეგია

არაბეთის გაერთიანებული საამიროები ღაზასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმის წინააღმდეგია.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანმა აბუ დაბიში ვიზიტით ჩასულ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს განუცხადა, მისი ქვეყანა პალესტინელთა რელოკაციის წინააღმდეგია, როგორც ამას ტრამპის ინიციატივა მოიაზრებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღაზის რეკონსტრუქცია დაკავშირებული იყოს ყოვლისმომცველ და მტკიცე მშვიდობასთან, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპზე იქნება დაფუძნებული.

მარკო რუბიოს ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში 21 თებერვალს საუდის არაბეთში დაგეგმილი სამიტის წინ შედგა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვსი ქვეყნის, ასევე ეგვიპტისა და იორდანიის მონაწილეობით ტრამპის გეგმაზე უნდა იმსჯელონ, რომელიც ღაზაში ომის შემდგომ პერიოდს, რეგიონის რეკონსტრუქციასა და 2.4 მილიონი პალესტინელის მეზობელ სახელმწიფოებში – იორდანიასა და ეგვიპტეში რელოკაციას მოიცავს.