არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ერთ-ერთ ცათამბჯენში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ერთ-ერთ ცათამბჯენში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ერთ-ერთ ცათამბჯენში ხანძრის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა.

ცეცხლი ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზით, მერვე სართულზე მდებარე, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ბრიგადებმა, ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.

გავრცელებული ცნობით, შვიდი დაშავებულიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ხუთ მათგანს დასჭირდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.