არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით პირველი აპრილიდან უფასოდ ისარგებლებენ
არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით პირველი აპრილიდან უფასოდ ისარგებლებენ

„ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.

როგორც „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადა, ბანკი აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნავს და კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ „პენსია ჩარიცხვამდე“სერვისი სერვისცენტრებსა და „ლიბერთის“ ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი სოციალური ბარათი, როგორც გადახდის ყველაზე უსაფრთხო საშუალება“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.