„არა ნარკოტიკს“ - ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქცია გაიმართა
„არა ნარკოტიკს“ - ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქცია გაიმართა

„არა ნარკოტიკს“ – ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის კონტრაქცია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ​„დაიცავი შენი უფლებების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე ​ნარკორეალიზატორების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ და სახელმწიფოს უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები ამბობენ, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების მოსაზრებებს არ ეთანხმებიან. მათთვის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეების მოსაზრებები მიუღებელია.