არა მხოლოდ ნეიმარი - „რეალი" - „ბარსელონას" „კლასიკო" ქართველი ტალანტისთვისთვისაც დაიწყო
არა მხოლოდ ნეიმარი - „რეალი" - „ბარსელონას" „კლასიკო" ქართველი ტალანტისთვისთვისაც დაიწყო

არა მხოლოდ ნეიმარი – „რეალი” – „ბარსელონას” „კლასიკო” ქართველი ტალანტისთვისთვისაც დაიწყო -ამ სათაურით წერილი გამომცემლობა Calciomercato-მ გამოაქვეყნა. იტალიური გამოცემა ამტკიცებს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის გამო ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდები, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

„არა მხოლოდ ნეიმარი – არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გამოც მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონაში“ მზადყოფნაა, რომ მორიგი ერთმანეთს მორიგ სატრანსფერო „კლასიკოში“ დაუპირისპირდნენ. არსებული ცნობით, ორი ესპანური კლუბი „გენტის“ 19 წლის ნიჭიერი ქართველი მოთამაშის, გიორგი ჩაკვეტაძის გადასაბირებლად იბრძვის“, – წერს იტალიური გამოცემა.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია გამოცემა lavanguardia.com-მა გაავრცელა, რომელიც ჩაკვეტაძეს ქართული ფეხბურთის მარგალიტს უწოდებს.