„აქსიოსი“ - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც ათობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, აშშ-ში წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც ათობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, შეერთებულ შტატებში წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული. ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამავე ინფორმაციას ადასტურებენ CBS News-ის წყაროები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თუმცა მედია განმარტავს, რომ თეთრმა სახლმა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა.
საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც განადგურდა დაახლოებით 40 თვითმფრინავი, А-50, Ту-95 და Ту-22 М3. რუსულმა ავიაციამ 2 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.