„აქსიოსი“ - თეთრი სახლის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი იმედგაცრუებულები იყვნენ იმით, რაც ჟენევაში დილის მოლაპარაკებების დროს ირანელებისგან მოისმინეს
„აქსიოსი“ - თეთრი სახლის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი იმედგაცრუებულები იყვნენ იმით, რაც ჟენევაში დილის მოლაპარაკებების დროს ირანელებისგან მოისმინეს

თეთრი სახლის წარმომადგენლები – ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი იმედგაცრუებულები იყვნენ იმით, რაც ჟენევაში დილის მოლაპარაკებების დროს ირანელებისგან მოისმინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსიავრცელებს.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მოგვიანებით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ის მაღალჩინოსანმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ შეხვედრა უფრო „პოზიტიური“ იყო, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.

მედიის ცნობით, ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა. იქამდე კი ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შეუძლიათ, შეთანხმებას მიაღწიონ, თუ ვაშინგტონი „ბირთვულ და არაბირთვულ საკითხებს“ ერთმანეთისგან გამოყოფს. წყარომ მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ის საკითხები, რომლებზეც ქვეყნები ჯერ ვერ თანხმდებიან, ჟენევაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს გადაწყდება.

ამასთან, ირანელმა მაღალჩინოსანმა მოლაპარაკებები „ინტენსიურად და სერიოზულად“ შეაფასა.