„აქსიოსი“ - სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანთან ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით უნდა გაგრძელდეს
„აქსიოსი“ - სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანთან ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით უნდა გაგრძელდეს

ირანთან ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა. ინფორმაციას „აქსიოსიავრცელებს.

როგორც გამოცემა აშშ-ის ანონიმურ ოფიციალურ პირსა და ორ სხვა პირზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ირანთან ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით დარჩეს ძალაში.

აქსიოსის“ ინფორმაციით, უიტკოფმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ორი მთავარი საკითხია – ირანის ურანის გამდიდრების უნარი და გამდიდრებული ურანის არსებული მარაგის ბედი.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი, შესაძლოა, ღია იყოს ირანში ურანის „სიმბოლური“ გამდიდრებისთვის, თუ ირანელები დაამტკიცებენ, რომ ეს მათ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას არ მისცემს.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებში მისი მიზანი ომის თავიდან აცილებაა.

„წინა რაუნდში ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ შევძელით ერთგვარი ურთიერთგაგების მიღწევა და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთგაგების საფუძველზე შეგვიძლია, შევქმნათ რაღაც, შეთანხმების სახით“, – განაცხადა არაღჩიმ.