„აქსიოსი“ – სტარმერმა ზელენსკის შესთავაზა შეერთებულ შტატებთან მუშაობა, რათა უკრაინისთვის შეიქმნას ღაზისთვის შემუშავებული სამშვიდობო გეგმის მსგავსი
Britain's Prime Minister Keir Starmer and Ukraine's President Volodymyr Zelenskiy pose during a bilateral meeting at 10 Downing Street in central London, Britain, July 19, 2024. BENJAMIN CREMEL/Pool via REUTERS
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს გამოვიდა წინადადებით, რომ შეიქმნას ღაზის სექტორის მსგავსი სამშვიდობო გეგმა.
„აქსიოსის“ ცნობით, კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა შეერთებულ შტატებთან მუშაობა, რათა უკრაინისთვის შეიქმნას ღაზის სექტორისთვის შემუშავებული 20-პუნქტიანი გეგმის მსგავსი.
„აქსიოსი“ წერს, რომ სტარმერის გეგმა გააცნეს ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესაც.
მარკ რუტემ დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში სატელეფონო საუბარს გამართავს ევროპული ქვეყნების მთავრობების უსაფრთხოების მრჩევლებთან.
„აქსიოსის“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულებისთანავე სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ ლიდერებთან.
„აქსიოსი“ საუბარში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი ლიდერი ტრამპის პოზიციის აშკარა ცვლილებით გაკვირვებული დარჩა.