„აქსიოსი“ – მოსკოვში ვიზიტისას რეტკლიფი ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის მონაწილეობით სამიტის ჩატარების შეთავაზებით გამოვიდა

10:08, 30.08.2026

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტის დროს ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის ჩატარების წინადადებით გამოვიდა, – ამის შესახებ წერს გამოცემა „აქსიოსი“ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რეტკლიფის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის გარკვევა, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას, რომ აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან მოლაპარაკებები განაახლოს.

აქსიოსის“ ცნობით, 28 აგვისტოს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის რეტკლიფის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისა და სამმხრივი სამიტის ჩატარების შეთავაზების შესახებ აცნობეს. ტრამპის ადმინისტრაციას ეს იდეა ადრეც ჰქონდა შეთავაზებული. ზელენსკი მას მხარს უჭერდა, თუმცა პუტინმა ის უარყო.

ცნობისთვის გასულ კვირას რეტკლიფი ფარულად ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინსა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვს შეხვდა.

მანამდე, „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა, რომ რეტკლიფმა ბორტნიკოვს მოუწოდა, რუსეთმა დადოს სამშვიდობო შეთანხმება ვიდრე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.

აქსიოსი“ წყაროების ინფორმაციით, რეტკლიფი მივიდა დასკვნამდე, რომ ბორტნიკოვი კონსტრუქციული მოთამაშეა და შესაძლოა დიპლომატიური ძალისხმევის განახლებაში დახმარება შეძლოს.

მსგავსი