აქსელ ფიშერი - ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მანდატი მესამეჯერ დაამტკიცა, რაც მათი მიღწევების აღიარების გარდა, რეფორმების ტემპის შენარჩუნებას გულისხმობს
აქსელ ფიშერი - ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მანდატი მესამეჯერ დაამტკიცა, რაც მათი მიღწევების აღიარების გარდა, რეფორმების ტემპის შენარჩუნებას გულისხმობს

ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მანდატი მესამეჯერ დაამტკიცა, რაც მათი მიღწევების აღიარების გარდა, ასევე რეფორმების ტემპის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით შენარჩუნებას გულისხმობს, – ასე ეხმაურება ბუნდესტაგის წევრი, აქსელ ფიშერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

აქსელ ფიშერის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ცხრამდე პარტია იქნება, რაც ადასტურებს ახალი საარჩევნო რეფორმის წარმატებას.

„საქართველომ არჩევნებში ხმა მისცა. ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ცხრამდე პარტია იქნება, რაც ადასტურებს ახალი საარჩევნო რეფორმის წარმატებას. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მანდატი მესამეჯერ დაამტკიცა, რაც მათი მიღწევების აღიარების გარდა, ასევე რეფორმების ტემპის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით შენარჩუნებას გულისხმობს. ველი ჩემს ძველ და ახალ კოლეგებთან თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტში. ამჟამად, ვფიქრობ, რომ მანიპულაციის თაობაზე ბრალდებები არ დადასტურდება“, – განაცხადა აქსელ ფიშერმა.