აქციის „შტურმით ავიღოთ ზონა 51“ ხუთი მონაწილე დააკავეს
აქციის „შტურმით ავიღოთ ზონა 51“ ხუთი მონაწილე დააკავეს

„ზონა 51“-ის შტურმი ჩაიშალა, დაკავებულია ხუთი ადამიანი.

საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებს, ნევადას უდაბნოში მდებარე გასაიდუმლოებული ამერიკული სამხედრო ბაზა „ზონა 51“-ის შტურმით აღება ჰქონდათ გადაწყვეტილი, ჩაიშალა. მომიტინგეები ნევადაში მილიონობით მხარდამჭერის ჩასვლას ელოდებოდნენ, თუმცა მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათასს არ აჭარბებდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

„ბიბისის“ ინფორმაციით“, სამართალდამცავებმა ხუთი აქტივისტი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად.

აქცია „შტურმით ავიღოთ ზონა 51“ სოციალური ქსელებით მოხალისეებმა დაგეგმეს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ნევადას უდაბნოში მდებარე სამხედრო ობიექტზე პენტაგონს „უცხოპლანეტელები და მათი ხომალდები ჰყავს დატყვევებული“. 20 სექტემბრისთვის დაგეგმილ აქციაზე დასწრების სურვილი მილიონობით ადამიანმა გამოთქვა.