აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი შიმშილობას აგრძელებს
აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი შიმშილობას აგრძელებს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სამი ადამიანი შიმშილობას აგრძელებს.

როგორც აქციის მონაწილე ჯაბა ზარქუამ განაცხადა, სამი მოშიმშილიდან ერთ-ერთი უკვე მეშვიდე დღეა, რაც შიმშილობს.

„მინდა, მედიის საყურადღებოდ განვაცხადო, რომ ვადევნებთ თვალ-ყურს, როგორ შუქდება ეს ამბები. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს მოშიმშილეები არც არსებობენ. ეს არის თითქოს მეორე ხარისხოვანი თემა, ასე არ უნდა იყოს. ერთი მოშიმშილე, რომელიც რვა დღე შიმშილობდა, დღესაც საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ორი დღეა საავადმყოფოში წევს ეს ადამიანი. გთხოვთ, იმ ხალხსაც მივაქციოთ ყურადღება, გააშუქეთ, დაელაპარაკეთ, რა უჭირთ, რა ულხინთ“, – განაცხადა ჯაბა ზარქუამ.