აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, პროტესტს დღეს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გააგრძელებენ

20:47, 01.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში გააგრძელებენ პროტესტს.

როგორც პარლამენტთან აქციაზე რატი ამაღლობელმა განაცხადა, ერთი ნაკადი დაიძრება პირველი გიმნაზიიდან, ხოლო მეორე ნაკადი – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან. მისივე თქმით, თბილისის ქუჩებში დაიწყება არაძალადობრივი მოძრაობა.

„ეს არის ჩვენი ახალგაზრდობის გამზრდელი ორი კერა, ამ კერასათან ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

ამ წუთებში აქციის ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც ინგოროყვას ქუჩისკენ მოძრაობს, რატი ამაღლობელი და ეკა კვესიტაძე მიუძღვებიან.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ცოტა ხნის წინ უყარა კენჭი და 83 ხმით 23-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

მსგავსი