აქციის ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი „მაესტროს“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში შეუვარდა

აქციის ორგანიზატორი „მაესტროს“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში შეუვარდა, – ინფორმაციას და შესაბამის ვიდეოს ტელეკომპანია ავრცელებს.

„იქ ნუ უშვერთ კამერას“, – მიმართავს ვიდეოში შოთა დიღმელაშვილი ჟურნალისტს. „მაესტროს“ ჟურნალისტი კი აღნიშნავს, რომ დიღმელაშვილის პრეტენზია მისთვის გაუგებარია.

ამასთან, მომხდარს ეხმაურება „მაესტროს“ გენერალური პროდიუსერი ხათუნა ხვედელიძე და აღნიშნავს, რომ მისი პირადი გადაწყვეტილებით, შოთა დიღმელაშვილი ტელეკომპანიის ეთერში ვეღარ მოხვდება.

„აქციები დაეთმობა ყველას, ვისაც აქამდე ეთმობოდა, მინუს შოთა დიღმელაშვილისა“, – წერს ხათუნა ხვედელიძე „ფეისბუქში“.