აქციის მონაწილეებსა და სასულიერო პირს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

მარშალ გელოვანის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სასულიერო პირს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან განმარტა, ის ავტომობილით გადაადგილდებოდა და აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმა გააპროტესტა, რასაც მის მიმართ აგრესია მოჰყვა.

„აი, ამ საზოგადოების სახე, განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულება. არაფერს არ მოჰყვა, მე გადავაადგილდებოდი ჩემთვის გზაზე და ეს საზოგადოება დამესხა თავს მე პირადად და ჩემს მანქანას. ამას მოჰყვა, მეტს არაფერს. ჩემი აზრი რომ გამოვთქვი უბრალოდ, რომ მე არ ვეთანხმები პროტესტის გამოხატვის ამ ფორმას, ამ ფორმით გამოიხატა აგრესია პირადად ჩემს მიმართ. მე გადავაადგილდებოდი ჩემს გზაზე, დიღმის მიმართულებით ვმოძრაობდი“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

დატოვე კომენტარი