აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელების კორდონის გარღვევა სცადეს [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მდგომი სპეცრაზმელების კორდონის გარღვევა სცადეს.

აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს სხვადასხვა ნივთებს და ქვებს ესვრიან.

რუსთაველზე შეკრებილები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ. შსს-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას.