აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისიდან შეძახილებით გააცილეს
აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისიდან შეძახილებით გააცილეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაური და დაპირისპირება გრძელდება.

სხდომის დასრულების შემდეგ შენობიდან გამოსულ დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ.

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ოფისიდან დეპუტატი გუგული მაღრაძე გამოვიდა. შეკრებილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შეძახილებით გააცილეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – „გრცხვენოდეთ“, „მონებო“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრ დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთმა პირმა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ სამართალმცველია, ხელი დაარტყა. „ქართული ოცნების“ ოფისთან მყოფმა,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ მას მოუწოდა, აღნიშნული ფაქტი პოლიციის განყოფილებაში დააფიქსიროს.

ვაჟა სირაძის განცხადებით, ტერიტორიაზე სამართალდამცველები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იმყოფებიან.