აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს და ცალი თვალი აუხვიეს
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს და ცალი თვალი აუხვიეს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს.

აქციის მონაწილეებმა ბიუსტი სცენაზე დადგეს და ცალი თვალი წითელი ნაჭრით აუხვიეს.

აღნიშნული ბიუსტი ღამის კლუბებში 2018 წლის მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის წლისთავზე დამზადდა და პარლამენტთან პირველად 2019 წლის მაისში მიიტანეს. ბიუსტი ღილაკზე თითის დაჭერით ბოდიშს იხდის.