აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

05:32, 10.11.2020

აქციის მონაწილეთა უმეტესობამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

ადგილზე რჩება მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელთა თქმით, მეტროს გახსნას ელოდებიან.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მიზანი იყო, პარლამენტთან დილის 05:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დასრულებამდე დარჩენილიყვნენ.

პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლებისა და ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ადგილზე შეკრებილთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ ლიდერებიც.

მსგავსი