აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც ღამის განმავლობაში დარჩებიან.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა განმარტა, ხვალ დილით მთავრობის სხდომა იმართება და აქცია სწორედ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება.

„ძალიან ორგანიზებულად დავიძრათ კანცელარიისკენ. ჩვენ, მთელი საორგანიზაციო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ვიქნებით იქ. თქვენ გთხოვთ, რომ დაურეკოთ თქვენს მეგობრებს, ვინც წახვედით, გთხოვთ, რომ დილით დაბრუნდეთ, რადგან აქ არ არის ერთი ორგანიზაციის, ეს არის ჩვენი თითოეული ადამიანის ძალისხმევის საქმე. ჩვენ მთელი ღამე ვიქნებით კანცელარიის გარშემო და გთხოვთ ყველას, დილით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დისკომფორტი შევუქმნათ მთავრობას, რომელიც მიდის ჩვენი ნების წინააღმდეგ, გამოვიჩინოთ ძალისხმევა და მოვიდეთ კანცელარიასთან“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.