აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა საგანს ისვრიან
აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა საგანს ისვრიან

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ადგილზე მობილიზებული პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგანს ისვრიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციელების მხრიდან მოხდა პროვოკაცია.

ამასთან, შსს-ს თანამშრომლის განცხადებით, აქციის მონაწილეები ბოთლებს ისროდნენ პოლიციელების მიმართულებით.

„სამართალდამრღვევები იქნენ დაკავებული ადმინისტრაციული წესით. სამართალდარღვევა გამოიხატებოდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში. ბოთლების წვიმას ხედავდით? მადლობა, რომ ამდენი კამერით ხართ, ყველა დაინახავს ყველას. ჩვენი ბევრი თანამშრომელია დაშავებული“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება.