აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან
„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მსვლელობით მიემართებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას.
მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს წაართვა ევროპული მომავალი.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ამბობენ ევროკავშირიდან გრანტზე, განაგრძობენ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მისცემენ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.