აქციის მონაწილეები პროტესტს ამ დროისათვის ჭავჭავაძის გამზირზე აგრძელებენ. ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მიმდებარედ იმყოფებიან. მანამდე აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან იყვნენ გაჩერებული, სადაც რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მივიდნენ.
ჭავჭავაძის გამზირი ამ დროისათვის გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ და მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შეკრებილები სამართალდამცველების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისროდნენ, საპასუხოდ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.