აქციის მონაწილეები პარლამენტთან რკინის ჯებირებს მუშტებსა და სხვადასხვა ნივთს ურტყამენ [ფოტო, ვიდეო]
ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან აღმართულ რკინის ჯებირებს მუშტებსა და სხვადასხვა ნივთს ურტყამენ. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას ხმაურით აპროტესტებენ.
აქციის პარალელურად, პარლამენტში მე-11 მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო!“
ამასთან, აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობას ცოტა ხნის წინ კვერცხებიც ესროლეს.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ შეიკრიბნენ და ღამე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაათენეს.
