აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შესასვლელთან მივიდნენ

13:02, 05.02.2020

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობას წრე დაარტყეს და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ, დისკომფორტი შეუქმნან „ქართული ოცნების“ წევრებს.

აქციის მონაწილეები 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ და „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობას აპირებენ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მსგავსი