აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს წრეს შემოარტყამენ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტიდან თავისუფლად გამოსვლის საშუალებას არ მისცემენ
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს წრეს შემოარტყამენ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტიდან თავისუფლად გამოსვლის საშუალებას არ მისცემენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს წრეს შემოარტყამენ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტიდან თავისუფლად გამოსვლის საშუალებას არ მისცემენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქვთ კონკრეტული კითხვები „ოცნების“ დეპუტატების მიმართ და პასუხებს ითხოვენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ამ წუთებში მეორე მოსმენით განიხილავენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.