აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ცივი იარაღით იყო მისული, დაკავებულია

00:00, 18.04.2024

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ცივი იარაღით იყო მისული, დაკავებულია.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ, დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია, მესამე დღეა, მიმდინარეობს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.

მსგავსი