აქციის დროს სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 43 პირი დააკავეს
აქციის დროს სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 43 პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 43 პირია დაკავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობასთან აქციაზე 32 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.