აქციების გამო, მეტროსადგურ „თავისუფლებასა“ და „რუსთაველზე“ მატარებელი არ ჩერდება
აქციების გამო, მეტროსადგურ „თავისუფლებასა“ და „რუსთაველზე“ მატარებელი არ ჩერდება

მეტროსადგურ „თავისუფლებასა“ და „რუსთაველზე“ მატარებელი არ ჩერდება.

როგორც პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან მეტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.