აქციაზე, რომლის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, ორ მოქალაქეს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა
აქციაზე, რომლის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, ორ მოქალაქეს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

აქციაზე, რომლის მონაწილეებიც გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, ორ მოქალაქეს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

სიტყვიერი და მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა ერთი-ერთი მოქალაქის სკანდირებას მოჰყვა, რომელიც ლგბტ თემის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს შეიცავდა. სკანდირებამ აქციის მონაწილე კიდევ ერთი მოქალაქის გაღიზიანება გამოიწვია და ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ასევე იყო ფიზიკური მცირე შეხლა-შემოხლაც. ვითარება პოლიციამ განმუხტა და ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის მონაწილეები, რომლებიც პუშკინის სკვერიდან დაიძრნენ, ოკუპაციის მუზეუმთან იმყოფებიან ვინაიდან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, პოლიციას ყვითელი ავტობუსებით გზა აქვს გადაკეტილი, ასევე მოწყობილია კორდონი ორი აქციის გამიჯვნის მიზნით. აქციის მონაწილეები სიტყვით ავტომობილზე დამონტაჟებული აპარატურის მეშვეობით გამოდიან.

მეორე აქცია, სადაც „ღირსების მარშის“ მონიწააღმდეგეები არიან შეკრებილი, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.