რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას პირველი არხის ფოტორეპორტიორი მირიან მელაძე დაშავდა.
მირიან მელაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. მირიან მელაძეს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიღებული.
პირველი არხის ფოტორეპორტიორს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება ადგილზე გაუწია. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.