აქციაზე გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ და ბოთლი ესროლეს [ვიდეო]

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეები „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, უგულავას აქციის მონაწილეებმა ბოთლები ესროლეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს.