AP - უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალს სხვა ქვეყანაში გადაიტანს #1TVSPORT
უეფა 2021-22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადატანას მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, – იტყობინება სააგენტო Associated Press (AP).
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა თავისი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია და მასზე განხილული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის გარშემო შექმნილი სიტუაცია.
სხდომა 25 თებერვალს, თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება.
უეფა-ს განცხადებაში წერია, რომ აღმასკომი შეაფასებს სიტუაციას და მიიღებს ყველა საჭირო გადაწყვეტილებას.