ანზორ მელია - ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს
ანზორ მელია - ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს

მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს, რადგან ამდენ მოსიყვარულე გულს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მამამ, ანზორ მელიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, ნიკა მელია გაუძლებს ყველაფერს.

„არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ ნიკა, როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, მაგრამ ეს რომ თქვენ დაინახეთ, თქვენ რომ შეიყვარეთ, რომ ეფერებით, რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს ყველას დიდი მადლობა. ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“, – განაცხადა ანზორ მელიამ.