ანზორ ჩუბინიძე პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტში ცვლილებებზე ისაუბრებს
ანზორ ჩუბინიძე პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტში ცვლილებებზე ისაუბრებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე პარლამენტში იმყოფება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ანზორ ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს.

ცვლილებებით, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე პარლამენტს მიმართავს, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფო დაცვის საკითხებს ეხება.

ანზორ ჩუბინიძესთან მედია შეეცადა კანონპროექტის შესახებ კითხვების დასმას, ასევე „იბერიის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, რის თაობაზეც მან აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომის შემდეგ, ყველა კითხვას უპასუხებს.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტით, უფლებამოსილების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის სავალდებულო წესით დაცვის შენარჩუნება გათვალისწინებულია ერთი წლით. ცვლილებით, ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, დაცვა შეიძლება დაენიშნოთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.