„ანტვერპენის” ფეხბურთელების მაისურებზე გულშემატკივრების ფოტოები იქნება გამოსახული

09:23, 06.06.2020

ბელგიურ საფეხბურთო კლუბ „ანტვერპენში“ განაცხადეს, რომ მომავალ სეზონში გუნდი მაისურებზე  გულშემატკივრების ფოტოებს გამოსახავს და ასე ითამაშებს.

სურათები მოთამაშეების ნომრებში იქნება გამოსახული. კლუბმა ასეთი ორიგინალური ხერხით გულშემატკივრების დაფასება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კოვიდ 19-ის გამო, აპრილში ბელგიაში საფეხბურთო ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა, ქვეყნის ჩემპიონად კი „ბრიუგე” გამოცხადდა, რომელიც იმ დროისთვის 70 ქულით პირველი ადგილზე იყო.

მსგავსი