ანტუან გრიზმანმა საჩემპიონო ბეჭედი ისურვა
ანტუან გრიზმანმა საჩემპიონო ბეჭედი ისურვა

ამერიკული სპორტის დიდ მოყვარულ ანტუან გრიზმანს სურს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება ამერიკულ ყაიდაზე უკვდავყოს.

ფრანგი ფორვარდის სურვილია, საჩემპიონო ბეჭედი დარჩეს სახსოვრად, როგორც NBA-ის ან NFL-ის ჩემპიონების შემთხვევაში ხდება.

გრიზმანს უკვე ჰქონდა კონტაქტი ლოსანჯელესელ იუველირთან და დიზაინიც მოფიქრებულია.