ანტონოვსკის ხიდთან სამოქალაქო პირებისა და მანქანების გადასაადგილებლად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხელოვნური გადასავლელი აამოქმედეს
ანტონოვსკის ხიდთან სამოქალაქო პირებისა და მანქანების გადასაადგილებლად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხელოვნური გადასავლელი აამოქმედეს

რუსეთის სახელწმიფო სააგენტოს ინფორმაციით, ანტონოვსკის ხიდთან სამოქალაქო პირებისა და მანქანების გადასაადგილებლად ხელოვნური გადასავლელი ამოქმედდა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხერსონის მოქალაქეებს მდინარე დნეპრზე გადასვლა შეუძლიათ ბორანის საშუალებით, საავტომობილო ტრანსპორტით. მოქალაქეების გადაადგილებას რუსი ძალოვანები აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მდინარე დნეპრზე გამავალი ანტონოვსკის საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ხიდი უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან დაბომბეს და მწყობრიდან გამოიყვანეს. ამიტომ ხიდებზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.