ანტონიუ კოშტა – ირანის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უსამართლო თავდასხმების შემდეგ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხალხს
ირანის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით განხორციელებული უსამართლო თავდასხმების შემდეგ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხალხს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
„ირანი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყოს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება. ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან დეესკალაციის, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის მდგრადი დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად“, – წერს კოშტა.
Full solidarity with @MohamedBinZayed and the people of the United Arab Emirates following Iran’s unjustified missile and drone attacks on civilian infrastructure. These violations of sovereignty and international law are unacceptable and need to stop.
Iran must engage in…
— António Costa (@eucopresident) May 5, 2026