ანტონიუ გუტიერეში - „კოვიდ-19“-ს არ ადარდებს, ვინ ვართ, სად ვცხოვრობთ ან რისი გვწამს, მოგიწოდებთ, დავასრულოთ გლობალური სიძულვილის ენა
ანტონიუ გუტიერეში - „კოვიდ-19“-ს არ ადარდებს, ვინ ვართ, სად ვცხოვრობთ ან რისი გვწამს, მოგიწოდებთ, დავასრულოთ გლობალური სიძულვილის ენა

„კოვიდ-19“-ს არ ადარდებს, ვინ ვართ, სად ვცხოვრობთ ან რისი გვწამს. მიუხედავად ამისა, პანდემია იწვევს სიძულვილისა და ქსენოფობიის, განტევების ვაცებისა და შიშის დათესვის ცუნამს, – ამ განცხადებით მიმართავს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მსოფლიოს.

„სწორედ ამიტომ, ყოველმხრივ მოგიწოდებთ, დავასრულოთ ეს გლობალური სიძულვილის ენა“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

გუტიერეში მსოფლიოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, წინ აღუდგნენ სიძულვილს.

გაერო-ს გენერალურმა მდივანი ასევე მიმართავს მედიას, განსაკუთრებით კი, სოციალური მედიის წარმომადგენლებს, მეტად იმოქმედონ და რასისტული და შეურაცხმყოფელი შინაარსის მასალები წაშალონ.