ანტონიუ გუტიერეში - დედამიწაზე სიგიჟის ქარი უბერავს
ანტონიუ გუტიერეში - დედამიწაზე სიგიჟის ქარი უბერავს

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, დღეს დედამიწაზე სიგიჟის ქარი უბერავს.

როგორც ანტონიუ გუტიერეში ამბობს, სამყარო დღეს არაპროგნოზირებადი და უკონტროლოა. ამის მაგალითად, მან ლიბიაში, სირიასა და იემენში არსებული ვითარება მოიყვანა.

„მე ერთხელ ვისაუბრე იმედის ქარზე, მაგრამ დღეს დედამიწაზე სიგიჟის ქარი უბერავს. ლიბიიდან იემენამდე, სირიამდე და უფრო შორს. დაძაბულობა დაბრუნდა. შეიარაღება მიედინება ყველგან და თავდასხმები მატულობს. ყველა სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ დაძაბულობა იმატებს, რის გამოც ყველაფერი არაპროგნოზირებადი და უკონტროლო ხდება. ეს ყველაფერი ზრდის არასწორი გათვლების ალბათობას“, – განაცხადა გუტიერეშმა.