ანტონიუ გუტიერეში აშშ-ში მომიტინგეებს ურჩევს, საკუთარი პოზიცია მშვიდობიანად გამოხატონ, ხელისუფლებას კი, თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში აშშ-ში მომიტინგეებს ურჩევს, საკუთარი პოზიცია მშვიდობიანად გამოხატონ, ხელისუფლებას კი, თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„გულგატეხილი ვუყურებ ძალადობას ჩვენი მასპინძელი ქვეყნისა და მასპინძელი ქალაქის, ნიუ იორკის ქუჩებში. უკმაყოფილება უნდა იყოს შესმენილი, თუმცა უნდა იყოს მშვიდობიანად გამოხატული, ხოლო ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავებულობა დემონსტრაციებზე რეაგირებისას“, – წერს გუტიერეში.
როგორც გუტიერეში აღნიშნავს, რასიზმი არის სიძულვილი, რაზეც ყველამ უნდა თქვას უარი.