ანტონიუ გუტერეშის ოფისი - გენერალური მდივანი არ არის გაკვირვებული, რომ უთვალთვალებენ და უსმენენ, გასაოცარია არაკომპეტენტურობა, რის შედეგადაც პირადი საუბრები გასაჯაროვდა
ანტონიუ გუტერეშის ოფისი - გენერალური მდივანი არ არის გაკვირვებული, რომ უთვალთვალებენ და უსმენენ, გასაოცარია არაკომპეტენტურობა, რის შედეგადაც პირადი საუბრები გასაჯაროვდა

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ოფისში აცხადებენ, რომ არ უკვირთ,  გუტერეშს რომ უსმენდნენ.

„გენერალური მდივანი ამ თანამდებობაზე საჯარო მოხელეა. ის არ არის გაკვირვებული იმ ფაქტით, რომ ადამიანები უთვალთვალებენ და უსმენენ მის პირად საუბრებს. გასაოცარი არის ის არაკომპეტენტურობა, რის შედეგადაც ასეთი პირადი საუბრები გასაჯაროვდა“, – განაცხადეს გუტერეშის ოფისში.

გუტერეშის პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ გენერალურ მდივანს არცერთი ქვეყნის მიმართ არ აქვს „რბილი“ პოზიცია. დოკუმენტებში მოყვანილია გუტერეშისა და მისი მოადგილის პირადი საუბრები, მათ შორის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების თაობაზე.