ანტონიუ გუტერეში კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის 28 აპრილს შეხვდება
ანტონიუ გუტერეში კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის 28 აპრილს შეხვდება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას მისი პრესმდივანი ავრცელებს.

ორი დღით ადრე, 26 აპრილს კი, გუტერეშს მოსკოვში ელოდებიან. მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად შემდგომი ნაბიჯებია.

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ცალ-ცალკე პირისპირ აუდიენციის მოთხოვნით, ოფიციალური წერილი ანტონიუ გუტერეშმა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს 19 აპრილს გადასცა.