ანტონიუ გუტერეში გმობს მსხვერპლის დიდ რაოდენობას ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის ბოლოდროინდელი მოქმედებების დროს
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გმობს მსხვერპლის დიდ რაოდენობას ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის ბოლოდროინდელი მოქმედებების დროს.
„ის მტკიცედ მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო პირები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცულები“, – განუცხადა ჟურნალისტებს გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.