ანტონიუ გუტერეში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას გმობს
ანტონიუ გუტერეში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას გმობს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევას გმობს.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დაგმო ჩრდილოეთ ღაზაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც, გავრცელებული ინფორმაციით, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა“, – განაცხადა გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

დუჟარიკის თქმით, ღაზაში მოქალაქეებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება.

„ღაზაში სასოწარკვეთილ მოქალაქეებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, მათ შორის ალყაშემორტყმულ ჩრდილოეთში, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვერ შეძლო დახმარების მიწოდება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა დუჟარიკმა.

მედიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, პალესტინელები ჰუმანიტარული პროდუქტებით სავსე სატვირთოებს ელოდებოდნენ. მათი ქაოსი ისრაელის შეიარაღებულ ძალებში საფრთხედ აღიქვეს და პალესტინელების მისამართით ცეცხლი გახსნეს.