ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ეცდება, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა შეათანხმოს
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ეცდება, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა შეათანხმოს

კიევში ვიზიტით მყოფი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, ეცდება, შეათანხმოს გეგმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. მისი თქმით, „ეს ძალიან რთული პროცესია“.

„ეს ძალიან დელიკატური პროცესია, რადგან საქმე გვაქვს არა იმ ხალხის ევაკუაციასთან, რომლებიც საკუთარ სახლებში ან საზოგადოებრივ ადგილებში იმყოფებიან, არამედ ხალხთან, რომელიც მართლაც დრამატულ პირობებში ბუნკერში აღმოჩნდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს პარასკევს განგვეხორციელებინა, მაგრამ ბუნებრივია, ამისთვის პირობები უნდა შეიქმნას“, – განაცხადა გუტერეშმა.

გენერალური მდივანი ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, მანამდე კი, სამშაბათს ანტონიუ გუტერეშმა შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.